მერსედესს, BMW-ს და აუდის გადაუფრინა... 7 სექტემბერი 2015, 14:07:04
AUTO PLAY
”ოპელმა” ახალი სარეკლამო კლიპისთვის ახალი Opel Astra გააფრინა - ყოველგვარი ტრიუკების გარეშე. ”ოპელის” ახალ სარეკლამო კლიპში ახალმა ”ასტრამ” მაღალი კლასის ავტომობილებს გადაუფრინა. რიუსელსჰაიმელთა ამ რეკლამის სლოგანი ასეთია: ”ახალი ოპელ ასტრა მაღალ კლასს აბრაზებს!” რატომ ასეთი სლოგანი? საქმე ისაა, რომ კომპაქტური კლასის წარმომადგენელი ”ასტრა” ისეთი ტექნიკითაა აღჭურვილი, როგორსაც აქამდე სწორედ მაღალ კლასში ვხედავთ, კომპაქტ-კლასში კი პირველად სწორედ ”ასტრაში” გამოჩნდა. ვიდეოში ნახავთ, რომ ”ასტრამ” 15 მეტრი იფრინა და ზემოთ ჩამოთვლილი მარკების ავტომობილებს გადაუფრინა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გადაღებისას არანაირი ტრიუკები არ ყოფილა. აქვე ვთქვათ, რომ ეს პირველი ვიდეოა. მოგვიანებით ”ოპელი” შემოგვთავაზებს სარეკლამო კლიპებს ცნობილ საფეხბურთო მწვრთნელ იურგენ კლოპთან ერთადაც (სლოგანით: ”ასტრას” განათება ისეთი ბრწყინვალეა, როგორც სტადიონის განათება.”) ”ოპელი” ახალი ”ასტრას” ოფიციალურ პრეზენტაციას 15 სექტემბერს, ფრანკფურტის ავტოშოუზე გამართავს.
0
|
|