ხვეული თმა 31 აგვისტო 2015, 20:31:35
AUTO PLAY
სამსახურში თანამშრომელთა საატესტაციო ტესტი-გამოცდა ტარდება. გამოცდიდან სახეაჭარხლებული ჭიჭიკია გამოვარდა, კარი მიაჯახუნა და სიმწრის ოფლი მოიწმინდა. – რა ქენი? – მივარდა ნაზიკია. – რა უნდა მექნა, ისეთი ტესტი შემხვდა, სირცხვილით დავიწვი კაცი. – მაინც რა ეწერა ასეთი? – “სად ეზრდებათ ქალებს ყველაზე ხშირი და ხვეული თმა”-ო. აბა, ამისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, ვერაფერიც ვერ დავწერე, ჩავიჭერი… – სწორი პასუხი თუ იკითხე მაინც, რა არის? – ზიმბაბვე ყოფილა! – მერე? – რა მერე, ქალო, კაცი დავბერდი და მაგ ადგილს თუ ზიმბაბვე ერქვა, პირველად გავიგე!
1
|
1099.00
k
1499.00
k
|