ჩაიჭრა 30 აგვისტო 2015, 23:11:45
AUTO PLAY
მიმდინარეობს ლოგიკის გამოცდა. პროფესორი: — თვითმფრინავში 500 აგური იყო, ერთი გადმოვარდა. რამდენი აგური დარჩა თვითმფრინავში? სტუდენტი: — ეს ხომ ძალიან მარტივია! 499 აგური დარჩა. — სწორია. შემდეგი კითხვა: როგორ მოვათავსოთ სპილო მაცივარში სამი მოქმედებით? — 1. ვაღებთ მაცივარს. 2. ვსვამთ სპილოს მაცივარში. 3. ვხურავთ მაცივარს. — შემდეგი. როგორ მოვათავსოთ ირემი მაცივარში ოთხი მოქმედებით? — 1. ვაღებთ მაცივარს. 2. გამოგვყავს სპილო . 3. ვსვამთ ირემს. 4. ვხურავთ მაცივარს. — მშვენიერია! ცხოველთა მეფეს ლომს დაბადების დღე აქვს. მისალოცად უკლებლივ ყველა ცხოველი მივიდა, ერთის გარდა. რატომ? — იმიტომ, რომ ირემი ჯერ კიდევ მაცივარშია. — შესანიშნავია! ახლა კი გავაგრძელოთ. შეუძლია ბებოს ნიანგებით სავსე ჭაობი გადაცუროს? — რა თქმა უნდა! ყველა ნიანგი ხომ ლომის დაბადების დღეზეა. პროფესორი: — ყოჩაღ! ახლა კი ბოლო შეკითხვა: ბებომ გააღწია ცარიელ ჭაობს, ერთი ნიანგიც კი არ შეხვდა, მაგრამ მაინც მოკვდა. რა დაემართა? სტუდენტი: — ჰმმმ…. იქნებ დაიხრჩო? — პროფესორი: არა, მას დაეცა აგური, რომელიც თვითმფრინავიდან გადმოვარდა. გადაბარებაზე მოხვალთ.
1
|
|