ამერიკული "ნიჭიერის" მონაწილე ჟიურის წევრების გონებაში "შეძვრა" 29 აგვისტო 2015, 17:37:15
AUTO PLAY
ამერიკული "ნიჭიერის" ჟიური გაოგნებული დარჩა ილუზიონისტის გამოსვლით, რომელმაც მათი აზრები ზუსტად გამოიცნო. ოზ პერლმანმა სცენაზე ფერადი ბურთებით სავსე აკვარიუმი შეიტანა და ჟიურის წევრებს სთხოვა ფურცელზე დაეწერათ დაახლოებით რამდენიმე ბურთი ეყარა მასში. შემდეგ კი ერთი დღით ადრე ჩაწერილი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ჟიურის წევრმა მელ ბიმ ყველას აჯობა და თითქმის ზუსტად ამოიცნო მათი რაოდებობა - 325 (აკვარიუმში 2-ით მეტი ეყარა). თუმცა, ფინალური აკორდი კიდევ უფრო შოკისმომგვრელი იყო - ილუზიონისტმა წარმოადგინა ფერადი ბურთების შესყიდის ქვითარი, რომლის 12-ნიშნა კოდი ზუსტად იმეორებდა ჟიურის წევრების მიერ დაწერილ 12 ციფრს.
1
|
|