პითონმა და კობრამ შუა ქუჩაში სასტიკი ბრძოლა მოაწყეს 28 აგვისტო 2015, 19:08:34
AUTO PLAY
ორი გველის - ბადისებრი პითონის და სამეფო კობრას შერკინება, ნამდვილ შოუდ იქცა ათობით მაყურებლისთვის. ორი რეპტილია სინგაპურის ცენტრში ნანიანგის ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობასთან, სავალ ნაწილზე შეხვდა ერთმანეთს. უნივერსიტეტის ერთ-ერთი ასპირანტის თქმით, რომელიც შერკინებას შეესწრო, პითონი კობრას თავს აწვებოდა და ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით ნახევარი საათი ჰყავდა. კობრა თავის დაღწევას ცდილობდა მანამდე, სანამ ადგილზე სერპენტოლოგიის ცენტრის ავტომობილი არ მოვიდა, სპეციალისტებმა ინსტრუმენტები მოიმარჯვეს, როდესაც კობრამ პითონს თავი დააღწია და ჯუნგლებში გაძვრა. პირში ჩალაგამოვლებული პითონი "რინგიდან" სპეციალისტებმა ტომრით წაიყვანეს და ბუნებაში გაუშვეს.
3
|
|