ჰალკმა საბა კვირკველიას გუნდს ულამაზესი გოლი გაუტანა 25 აგვისტო 2015, 20:52:38
AUTO PLAY
გუშინ გაიმართა რუსეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ყაზანის “რუბინი” და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” დაუპირისპირდა. შეხვედრა “ზენიტის” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. 78-ე წუთზე ბრაზილიელმა ჰალკმა ძალიან ლამაზი და ტექნიკური გოლი გაიტანა. “რუბინის” ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა კვირკველიამ. ამჟამად “რუბინს” 3 ქულა აქვს და ბოლოს-წინა ადგილს იკავებს, “ზენიტი” კი 15 ქულით მე-2 ადგილზეა. სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციას მოსკოვის “ცსკა” ამშვენებს.
0
|
|