როგორი რეაქცია ჰქონდა მამას, როდესაც მისმა ბიჭმა სათამაშოდ თოჯინა აარჩია 25 აგვისტო 2015, 18:45:12
AUTO PLAY
კალიფორნიელმა მამამ, მიკი უილისმა Facebook-ზე ვიდეო განათავსა, რომელსაც უკვე მილიონობით ნახვა აქვს. იგი ჰყვება, რომ მისმა შვილმა აზაიმ დაბადების დღეზე ორი ერთნაირი საჩუქარი მიიღო, ამიტომ უილისმა ბიჭი მაღაზიაში წაიყვანა საჩუქრის გადასაცვლელად. იქ გახარებულმა აზაიმ ქალთევზა "არიელის" თოჯინა აირჩია, რაზეც მამისგან რისხვა არ დაუმსახურებია, პირიქით, მიკი სიამოვნებით დაეთანხმა ბიჭს არჩევანში. "მე და მათი დედა ვუტოვებთ ბიჭებს არჩევანის საშუალებას. ვეუბნებით, აირჩიეთ თქვენი გამოხატვის თავისუფლება, აირჩიეთ თქვენი სექსუალობა. შენ და შენს ძმას აქედანვე გპირდებით, რომ დაგიჭერთ მხარს ყველა წამოწყებაში და მიგიღებთ ისეთს, როგორებიც იქნებით".
0
|
|