ამერიკელ მოკრივეს ალმასის ავტომობილი ჰყავს 24 აგვისტო 2015, 17:54:29
AUTO PLAY
უძლეველმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა საკუთარ Instagram-ში შვედური სპორტული ავტომობილის, Koenigsegg CCXR Trevita-ს ფოტოები გამოაქვეყნა. სუპერქარს ერთადერთი ანალოგი ჰყავს მსოფლიოში და მისი ღირებულება 4.8 მილიონი დოლარია. ავტომობილის განსაკუთრებულობა კი იმაშია, რომ მისი ბორტი ალმასითაა დაფარული. სულ ორი Koenigsegg CCXR Trevita-ა გამოშვებული. ავტომობილი დაბალი წონით (1,3 ტონაზე ნაკლები) გამოირჩევა და ეთანოლისა და ბენზინის ნარევზე მუშაობა შეუძლია. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 402 კმ/სთ-ს შეადგენს.
1
|
|