როგორ აღნიშნეს ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელებმა ფოთის “კოლხეთთან” გამარჯვება 24 აგვისტო 2015, 10:30:40
AUTO PLAY
საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ტურში ფოთის კოლხეთმა ბოლნისის “სიონს” ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით- 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ლანჩხუთის “გურიას” ყოფილმა ფეხბურთელმა, კობა შალამბერიძემ გაიტანა. ბოლნისური კლუბის ოფიციალურ Facebook გვერდზე დაიდო ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ აღნიშნავენ “სიონის” ფეხბურთელები უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ მოგებას.
0
|
|