ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მწვრთნელს მატჩის დროს ხელი მოსტეხა 23 აგვისტო 2015, 18:05:00
AUTO PLAY
"პალმეირასის" (სან-პაულო) თავდამსხმელმა დუდუმ "კრუზეიროს" (ბელუ-ორიზონტი) მთავარ მწვრთნელს ვანდერლეი ლუშემბურგოს ბრაზილიის თასის 1/8 ფინალური მატჩის დროს ხელი მოსტეხა. ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთს გამოდევნებულმა ფეხბურთელმა მოედნის ფარგლებს გარეთ გამოირბინა და მოწინააღმდეგებთან ბრძოლაში სპეციალისტს შემთხვევით დაეჯახა. შეჯახების შედეგად ლუშემბურგო გაზონზე დაეცა და მაჯის ძვალი დაიზიანა. ექიმებმა მწვრთნელს მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს. 21 აგვისტოს სან-პაულოს სტადიონზე გამართული შეხვედრა "პალმეირასის" სასარგებლოდ - 2:1 ანგარიშით დასრულდა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|