უნიკალური აღმოჩენა შიდა ქართლში-2700 წლის უცნობი დამწერლობა 20 აგვისტო 2015, 20:12:55
AUTO PLAY
2 700 წლის წინანდელი წარწერა - დღემდე უცნობი დამწერლობის ნიმუში გრაკლიანში. არქეოლოგიური კვლევის შედეგად მკვლევარებმა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნის ტაძარი აღმოაჩინეს, რომელშიც 2 საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე ერთსტრიქონიანი წარწერაა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტაძრის კედლებზე კიდევ რამდენიმე ასოს ფრაგმენტია შემორჩენილი. მისი გაშიფვრა უახლოეს დღეებში დაიწყება. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს საქართველოში აღმოჩენილი ყველაზე ძველი წარწერაა. „გრაკლიანის გორა“ მრავალფენიანი არქეოლოგიურ ძეგლია, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების 300 ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს.
2
|
|