კობახიძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს მოაგებინა 17 აგვისტო 2015, 10:35:49
AUTO PLAY
გუშინ გაიმართა უკრაინის ჩემპიონატის მატჩი “სტალსა” და “ვოლინს” შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 1-2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი გოლის ავტორი ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე კობახიძე გახდა. მან მეტოქის კარი მე-80 წუთზე აიღო და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა. 5 ტურის შემდეგ კობახიძის “ვოლინს” 8 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ისინი “ოლიმპიკის” წინაღმდეგ გამართავენ. იხილეთ ვიდეო მიმოხილვა.
0
|
|