კრიშტიანუ რონალდუს და "ევროვიზია 2016"-ზე გამარჯვებისთვის იბრძვის 16 აგვისტო 2015, 16:53:37
AUTO PLAY
ცნობილი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს დას - 38 წლის მომღერალ კატია ავეირუს "ევროვიზია 2016"-ზე გამარჯვება უნდა. მან Twitter-ში კამპანია წამოიწყო და თაყვანისმცემლებს მხარდაჭერა სთხოვა, რადგან პორტუგალიის კონკურსზე წარდგენა მისი ოცნებაა. სიმღერას, რომელსაც ავეირუ კონკურსზე შეასრულებს, Latina de cuerpo y alma (”ლათინოამერიკელი სხეულით და სულით") ჰქვია. კატიამ კარიერა 2005 წელს დაიწყო, როდესაც სცენაზე ფსევდონიმით - რონალდა გამოდიოდა. ფართო საზოგადოებამ იგი 2014 წელს გაიცნო, როდესაც სატელევიზიო შოუ Survivor-ში მიიღო მონაწილეობა. ეს მომღერალი 14 კანდიდატიდან ერთ-ერთია, რომელიც წინასწარ შერჩევაში მიიღებს მონაწილეობას. კონკურენტებისგან განსხვავებით, მას უპირატესობა აქვს, მისი ძმა ფეხბურთის ცნობილი ვარსკვალვია. მას დისთვის ხალხის მხარდაჭერის მოპოვება მარტივად შეუძლია. "ევროვიზიის" შემდეგი კონკურსი 2016 წლის მაისში შვედეთში გაიმართება.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|