ესპანელმა ჩოგბურთელმა სიბრაზისგან ჩოგანი დალეწა 14 აგვისტო 2015, 21:27:59
AUTO PLAY
ესპანეთის პირველ ჩოგანს, 2015 წლის უიმბლდონის ფინალისტს და მსოფლიოს მე-9 ჩოგნად განთესილ გარბინ მუგურუსას ტორონტოში ტურნირ WTA-ს მეორე წრეზე ნერვებმა უმტყუნა. 21 წლის ესპანელმა პირველი სეტი უკრაინელ ლეს ჩურენკოს 5:7 დაუთმო და უიმედოდ აგებდა მეორეში - 0:3. საკუთარი ჩაწოდების დროს ქულების დაკარგვის შემდეგ მუგურუსას ნერვებმა უმტყუნა და სამი დარტყმით ჩოგანი დაამტვრია. მატჩი ჩურენკოს გამარჯვებით ორ სეტში - 7:5, 6:1 დასრულდა.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|