რატომ ყრიან 96 მილიონ შავ ბურთს წყალსაცავში? 13 აგვისტო 2015, 16:41:15
AUTO PLAY
ამ დღეებში ლოს-ანჯელესის წყალსაცავში 96 000 000 პლასტმასის შავი ბურთი ჩაყარეს. მათ ჩაყრაში მონაწილეობა თავად ქალაქის მერმა მიიღო. ეს ერთჯერადი აქცია არ არის: 2008 წელს აქ ანალოგიური სურათის ნახვა შეიძლებოდა. ასეთი საინტერესო და ლამაზი ღონისძიების მიზანი ლამაზი ფოტოების გადაღება სულაც არ არის. ბურთები აორთქვლას ამცირებს და წყალსაცავს დაბინძურებისგან იცავს. ამასთან, ეკონომია შთამბეჭდავია: წელიწადში ისინი ინახავს წყლის მოცულობას, რომელიც მზიანი ლონ-ანჯელესის 8100 მცხოვრებს გამოსაყენებლად ეყოფა.
0
|
|