4 ქართველი ბავშვი, რომელთა ნამღერი მილიარდამდე ადამიანმა ნახა 12 აგვისტო 2015, 19:46:50
AUTO PLAY
სუპერთასის მატჩზე ("ბარსელონა"-"სევილია"), რომელიც თბილისში გაიმართა და რომელსაც გრანდიოზული შოუ უძღოდა წინ, ოთხმა ნიჭიერმა ქართველმა ბავშვმა ჯონ ლენონის "Imagine" შეასრულა. ბავშვების ასაკი 10-13 წელია და მათმა შესრულებამ საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მსოფლიოს მასშტაბით ისინი პირდაპირ ეთერში თითქმის მილიარდმა ადამიანმა ნახა, რაც ალბათ, არც ერთ ქართველ მომღერალს არ ჰქონია. ისინი დათო ფორჩხიძის მუსიკალური სტუდიის აღსაზრდელები არიან.
2
|
|