ექიმებმა ამ მოდელს ურჩიეს, აბორტი გაეკეთებინა, მან კი აი, რა გააკეთა 12 აგვისტო 2015, 17:39:53
AUTO PLAY
ორსულობა არც ისე ადვილი რამაა, მაგრამ ორსულობა საშინელი დიაგნოზით - სიმსივნე, ნამდვილი კატასტროფაა. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა შარშან ლატვიური წარმოშობის კანადელი მოდელი, 24 წლის ელიზაბეტ ბულოხოვა. როცა კბილის ტკივილით ექიმთან მისულმა გოგონამ აღმოაჩინა, რომ სიმსივნე ჰქონდა, ამ დროს უკვე ორსულად იყო. ექიმებმა უთხრეს, რომ ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე აბორტი უნდა გაეკეთებინა. "ველაპარაკებოდი ბავშვს მუცელში. ვთხოვდი, აღარ ემოძრავა, რადგან არ შემეძლო მისი შენარჩუნება. მაგრამ ის მაინც მოძრაობდა მუცელში და გადავწყვიტე, რომ უნდა გამეჩინა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა", - ჰყვება მოდელი. ამის მერე მოულოდნელად გაირკვა, რომ არსებობდა კიდევ ერთი გამოსავალი - საკეისრო კვეთა. ბავშვი ვადამდე ათი კვირით ადრე გააჩენინეს. შემდეგ კი გოგონას ყბის ძვლის 95% მოაშორეს, შემდეგ ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა და ახლა აღდგენის პროცესი აქვს.
3
|
|