დეპუტატის მთვრალმა ქალიშვილმა ავარიით ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 29 ივლისი 2015, 19:01:27
AUTO PLAY
ირკუტსკის დეპუტატის ქალიშვილის, იულია კისილიოვას ავარია ოთხმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. კამერებში ჩანს, როგორ შედის ავტომობილი ბაიკალის ქუჩაზე. ამ მომენტში საჭესთან გოგონა იმყოფება, ხოლო მას გვერდით ბიჭი უზის. "მერსედესის" მარკის ავტომანქანა დიდი სიჩქარით ეჯახება გზაჯვარედინზე მდგარ "ტოიოტას", რომელშიც პოლკოვნიკი ზის. ის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, მძღოლი დენის მატვეევი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. იულია კისილიოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც გაირკვა, გოგონა საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
0
|
|