"ევრონიუსი" თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ 28 ივლისი 2015, 10:09:13
AUTO PLAY
"ევრონიუსი" თბილისში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ ვიდეოს და სტატიას აქვეყნებს: "თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მიმდინარეობს: 4000-ზე მეტი სპორტსმენი ევროპის 50 ქვეყნიდან ერთმანეთს სპორტის 9 დისციპლინაში შეეჯიბრება. ვთვლით, რომ ჩვენს მაყურებელს შეუძლია თავად გაანალიზოს მიმდინარე მოვლენები, სწორედ ამიტომ ”ევრონიუსი” უკომენტაროდ შემოგთავაზებთ სიუჟეტებს მიმდინარე ოლიმპიური ფესტივალიდან. ზოგჯერ, უბრალოდ, ზედმეტია ყოველგვარი კომენტარის გაკეთება მოვლენებზე, სწორედ ამიტომ შევქმენით უკომენტარო ვიდეოარხი, რომ დაინახოთ სამყარო განსხვავებული კუთხით." შეგახსენებთ, რომ ”ევრონიუსს” გახსნილი აქვს No Comment Tv - ე.წ. უკომენტარო ვიდეო არხი, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველი ვიდეოები ყოველგვარი კომენტარის გარეშე თავსდება.
0
|
|