ბიჭმა მოღალატე შეყვარებულს დაბადების დღეზე ცინიკური საჩუქარი გაუკეთა 22 ივლისი 2015, 12:05:29
AUTO PLAY
რეი ბიფორდმა შეყვარებულის ღალატის შესახებ გაიგო, თუმცა დაიცადა რამდენიმე დღე, გოგონას დაბადების დღემდე, რათა მისთვის უჩვეულო სიურპრიზი მოეწყო. შურისძიების ამსახველი ვიდეო რეიმ საკუთარ Youtube-ის არხზე გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეში ვიდეორგოლმა 2,5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. თავიდან ბიჭს თვალებახვეული გოგონა ოთახში შეჰყავს, სადაც მას დაბადების დღის "სიურპრიზი" ელოდება. ბოლოს გოგონა თვალებს ახელს და ერთ ადგილას დაყრილ საკუთარ ნივთებს ხედავს. კითხვაზე, "რას ნიშნავს ეს", შურისმაძიებელი პასუხობს, რომ მან მისი ღალატის შესახებ იცის.
3
|
|