სერფერს ზვიგენი შეჯიბრების დროს, ასობით თვითმხილველის თვალწინ დაესხა თავს 21 ივლისი 2015, 09:41:56
AUTO PLAY
ავსტრალიელ სერფერ მიკ ფენინგს სამხრეთ აფრიკაში შეჯიბრების, Jeffreys Bay-ს დროს ზვიგენი დაესხა თავს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ფენინგი დაფაზე იჯდა, როდესაც უკნიდან ზვიგენი მიეპარა. სერფერმა საოცარი სიმამაცე გამოიჩინა: თავდასხმის დროს დაფა აიფარა, შემდეგ კი ზვიგენს ზურგში ფეხი დაარტყა, რის შემდეგაც მტაცებელმა გაცურა. სერფერი არ დაშავებულა, შეჯიბრება კი დღის ბოლომდე განაახლეს. შეჯიბრების ერთ-ერთი კომენტატორი ფენინგს იმდენად თანაუგრძნობდა, რომ უცენზურო სიტყვაც წამოსცდა, რის გამოც ბოდიშიც მოიხადა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|