FIFA-ს პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერს, თავზე ფული დააყარეს 21 ივლისი 2015, 01:38:10
AUTO PLAY
ციურიხში, ფიფას შტაბბინაში ინციდენტი მოხდა. ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, იოზეფ ბლატერი, პრესკონფერენციას მართავდა, როდესაც ბრიტანელი კომიკოსი ლი მენსონი მასთან მივიდა და პროტესტის ნიშნად თავზე ფული დააყარა. კომიკოსის პროტესტი ფიფაში მიმდინარე კორუფციულმა საქმიანობამ გამოიწვია, როდესაც გამოძიების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე საფეხბურთო ორგანიზაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. „კორუფციასთან ბრძოლა პირველ რიგში ბლატერით უნდა დავიწყოთ,“ - განაცხადა მენსონმა.
1
|
|