გადაცემის სტუმრები ერთმანეთს წამოუხტნენ 17 ივლისი 2015, 23:14:51
AUTO PLAY
დაპირისპირება მოხდა ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”რეაქციის” სტუდიაში. გადაცემაში მსჯელობდნენ შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებზე. სიტუაცია სტუდიაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ ხურვალეთში ჩასულთაგან არავის უფიქრია რა მოუვა იმ მოსახლეობას, რომელიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს. ამ განცხადებას ოპონენტების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოხდა მცირე შეხლა-შემოხლა, რის გამოც დაპირისპირებული მხარეების გაშველება გახდა საჭირო.
0
|
|