ინდური სერიალის დიალოგმა ფეისბუქ-მომხმარებლებში დიდი მხიარულება გამოიწვია 14 ივლისი 2015, 21:31:11
AUTO PLAY
თურქულ სერიალებთან ერთად, ქართულ ტელესივრცეს ინდური სერიალებიც იპყრობს. ერთ-ერთი მათგანი "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში გადის. სერიალ "დინასტიის" ბოლო 2 სერია მათი ინტერესის საგანიც გახდა, ვინც სერიალებით საერთოდ არ ინტერესდება - ამის მიზეზი ის სასაცილო დიალოგებია, რომლებიც ინდური "საპნის ოპერის" გმირებს შორის იმართება. ერთ-ერთ ბოლო სერიაში მთელი ოჯახი რძლის კრიტიკული დღეების საკითხს განიხილავს. ფეისბუქ-მომხმარებლებში სერიალის ამ მონაკვეთმა დიდი მხიარულება გამოიწვია.
17
|
|