სოფი სააკაშვილი Славянский базар-ზე "დაჩაგრეს" 14 ივლისი 2015, 01:23:49
AUTO PLAY
ბელორუსის ქალაქ ვიტებსკში, Славянский базар 2015-ის გამარჯვებული გამოავლინეს. იგი ყაზახეთის წარმომადგენელი დიმაშ კუდაიბერგენოვი გახდა. მეორე ადგილზე ბელორუსი ვალერი გრიბუსოვი გავიდა, ხოლო მესამეზე - კონკურსანტი ბულგარეთიდან ნიკოლაი მანოლოვი. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელს, სოფი სააკაშვილს, მან ბოლო დღეს ჯეიმს ბრაუნის ჰიტი This Is A Man's World შეასრულა, თუმცა, როგორც პირველ დღეს, დაბალი ქულები დაიმსახურა და საპრიზო ადგილზე ვერ მოხვდა. სოფიმ ამასთან დაკავშირებით "ფეისბუკზე" სტატუსი დაწერა: "მეგობრებო, მეორე ნომრად გამოვედი და კვლავ, როგორც გუშინ, ქულები არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ხელოვნებაში პოლიტიკაც არის გარეული. მე ამაყი ვარ, რომ საქართველო ღირსეულად წარვადგინე, თუმცა ჩვენს პატარა და საყვარელ ქვეყანას ბევრი მტერი ჰყავს. მიყვარხართ და მალე დაგიბრუნდებით".
1
|
|