Славянский базар-ზე სოფი სააკაშვილის პირველი გამოსვლა 12 ივლისი 2015, 20:22:26
AUTO PLAY
ვიტებსკში, Славянский базар-2015 დაიწყო, სადაც საქართველოს სოფი სააკაშვილი წარმოადგენს. პირველ დღეს მან ფიოდორ ჟილიაკის სიმღერა журавли შეასრულა და ჟიურისგან ჯამში 77 (9 8 8 8 8 8 10 10 8) ქულა მიიღო. სანამ შედეგებს გამოაცხადებდნენ, წამყვანმა სცენაზე სოფის დედა, ცნობილი მომღერალი მაია ყარყარაშვილი მიიწვია. მათ ერთად ქართულად "თბილისო" იმღერეს. პირველი დღის მიხედვით ლიდერი ყაზახეთის წარმომადგენელია, რომელმაც უმაღლესი 90 ქულიდან 89 მიიღო, მეორეზე - ბელარუსის წარმომადგენელი 85 ქულით, მესამეს იყოფენ ჩეხეთი და ბულგარეთი 79 ქულით, მეოთხეზე - უკრაინა, მექსიკა, აზერბაიჯანი და მაკედონია არიან 78 ქულით, მეხუთეზე კი - საქართველო და რუსეთი 77 ქულით.
2
|
|