აზერბაიჯანში საქართველოს დროშა დაწვეს 10 ივლისი 2015, 11:32:46
AUTO PLAY
ინციდენტი აზერბაიჯანში - ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა საქართველოს დროშა დაწვეს. მატჩის განმავლობაში ტრიბუნებზე ასევე რუკა იყო გამოფენილი, რომელზეც რუსთავი, ბოლნისი და მარნეული აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყო მოქცეული. ფეხბურთის აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ბანერებიც გამოფინეს, რომელზეც ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელწოდებები იყო დატანილი. სამართალდამცავებმა ფაქტებზე რეაგირება მოგვიანებით მოახდინეს და ბანერები მფლობელებს ჩამოართვეს. ფაქტს გამოეხმაურა "გაბალას" მწვრთნელი, მან მომხდარი დაგმო და ინციდენტის მონაწილე პირებს პროვოკატორები უწოდა. "გაბალა" "დინამოს" მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.
3
|
|