ბანკის თანამშრომლებმა ISIS-ის ვიდეოპაროდია გააკეთეს და სამსახური დაკარგეს 7 ივლისი 2015, 16:50:51
AUTO PLAY
ევროპაში უმსხვილესი ბანკის, HSBC-ის ექვსი თანამშრომელი "ისლამური სახელმწიფოს" ვიდეოჩანაწერების პაროდიული ვიდეოს შექმნისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს. სკანდალური ვიდეორგოლი სოციალურ ქსელ Instagram-ში გამოქვეყნდა. მუქ ტანსაცმელსა და ნიღბებში გამოწყობილი ხუთი მამაკაცი იქცევა ისე, თითქოს მეექვსეს, რომელსაც ნარინჯისფერი კომბინეზონი აცვია, სიკვდილით სჯის "ალაჰ აკბარის" ყვირილით. ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალეს, მაგრამ გაზეთმა The Sun-მა სკანდალური კადრების გამოქვეყნება მოასწრო. ბანკმა კი მაშინვე რეაგირება მოახდინა და ვიდეოს მონაწილეები, რომლებიც ბირმინგემში იურიდიულ განყოფილებაში მუშაობდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლა.
0
|
|