უსახლკარო პიანისტის ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს 3 ივლისი 2015, 16:22:59
AUTO PLAY
51 წლის უსახლკარო დონალდ გულდმა ფორტეპიანოზე დაკვრით ინტერნეტის მომხმარებლები მოხიბლა. მასზე რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ დაწერა, მის მხარდასაჭერად კი GoFundMe-ზე სახსრების შეგროვება დაიწყეს. The Telegraph-ის ცნობით, გულდი აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ სარასოტაში ცხოვრობს. ერთ დროს მამაკაცი ფლოტში მსახურობდა და მიჩიგანში სპრინგ არბორის უნიერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ იგი არ დაუმთავრებია. 1998 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დონალდი ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა და ქუჩაში აღმოჩნდა.
1
|
|