ქართული სენსაცია უიმბლდონზე! - ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-15 ჩოგანი დაამარცხა 3 ივლისი 2015, 11:16:31
AUTO PLAY
2 ივლისს, უიმბლდონის ტურნირის მეორე წრის მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-15 ნომრად განთესილ ესპანელს, ფელისიანო ლოპესს შეხვდა და სენსაციურად დაამარცხა ხუთ სეტში - 7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4. თამაში 2 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა. იქ ისევ ესპანელს შეხვდება - მე-20 ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა-აგუტს (22). 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი დაიბევა.
3
|
1099.00
k
1499.00
k
|