5 წლის გოგონა პირველივე წამიდან დაგატყვევებთ 2 ივლისი 2015, 18:57:41
AUTO PLAY
5 წლის ჰევენლი ჯოიმ ამერიკულ "ნიჭიერში" მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ვოკალით ჟიური და მაყურებლები მოხიბლა. Youtube-ის არხზე ვიდეომ გამოქვეყნებიდან ორი დღეში ნახევარი მილიონი ნახვა დააგროვა. ჰევენლიმ მულტფილმიდან "გაყინული" სიმღერა In Summer შეასრულა. 5 წლის გოგონა ნამდვილი პროფესიონალივით მღერის. მასწავლებელი კი მისივე მამაა, სიმღერების ავტორი და პროდუსერი როდნი ერკინი, რომელიც ბევრ ვარსკვლავთან მუშაობდა, მათ შორის უიტნი ჰიუსტონთან და ბიონსესთან. ნანახით თუ ვიმსჯელებთ, ჰევენლის არანაკლებ ვარსკვლავური კარიერა ელოდება.
1
|
|