მაყურებლებს სთხოვს, სომეხი სპორტსმენისთვის დაჯილდოვების დროს არ უსტვინონ 30 ივნისი 2015, 20:04:03
AUTO PLAY
ბაქოში, 91 კმ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ევროპული თამაშების პრიზიორი მოკრივეების დაჯილდოვების ცერემონიის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მაყურებლებს სთხოვა, სომეხი სპორტსმენისთვის არ ესტვინათ. პრეზიდენტმა სპორტსმენებს მედლები გადასცა. პრიზიორებს შორის იყო წარმოშობით სომეხი უკრაინელი მოკრივე გევორქ მანუკიანი. როდესაც დაჯილდოვების დროს დარბაზში მანუკიანის სახელი გამოცხადდა, ტრიბუნებიდან გუგუნი გაისმა. ილჰამ ალიევმა ჟესტით სთხოვა მაყურებლებს მოკრივესთვის არ ესტვინათ, რის შემდეგაც დარბაზმა უკრაინელ სპორტსმენს ტაში დაუკრა.
0
|
|