"მე ქართველი ვარ!" - ადამ ოქრუაშვილის ჟესტი გამარჯვების შემდეგ 30 ივნისი 2015, 17:50:15
AUTO PLAY
ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი 27 ივნისს, მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ებრაელი ორ სასონი შებოჭა. სულ ქართული დელეგაციის ანგარიშზე ევრიპულ თამაშებზე მოპოვებული 15 მედალია - 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოსი. გამარჯვების შემდეგ ოქრუაშვილმა გულზე გამოსახულ საქართველოს დროშაზე რამდენჯერმე დაირტყა ხელი, რაც უცხოელმა კომენტატორმა ასე განმარტა: "ეს ნიშნავს, მეგობრებო, მე ქართველი ვარ! რას ფიქრობთ ამაზე?".
0
|
1099.00
k
1499.00
k
|