ბაქოში ოლიმპიადაზე ბაჩანა ხორავამ მძლეოსნობაში რეკორდი დაამყარა 22 ივნისი 2015, 17:34:17
AUTO PLAY
გუშინ, 21 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე შეჯიბრებაში მძლეოსნებიც ჩაებნენ და ბაჩანა ხორავამ სიგრძეზე ხტომაში 7.64 მეტრით გაიმარჯვა კიდეც, თუმცა ეს გუნდური სახეობაა, სადაც ცალკეულ დისტანციებში მედლები არ გაიცემა, ის მხოლოდ საერთო გუნდურ ჩათვლაში სამეულის წევრებს გადაეცემათ. ხორავამ თავიდან 7.31 მ შეუკვეთა, საჩემპიონო ზღვარს კი მესამე ცდაზე გადაახტა. მისი ეს შედეგი ევროპული თამაშების რეკორდიცაა, რადგან ამ პირველ თამაშებში ყველა გამარჯვებულის მიღწევა უკვე რეკორდია.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|