არცერთ ხელისუფლებას არც ვემხრობი და არც "ვაგინებ", რეალისტი ვარ ყოველთვის, ყოველგვარი მიკერძოებების გარეშე, მხოლოდ ის მინდა, ისეთი მოვიდეს ქვეყანაში, ვინც მართლა მიხედავს.... უბრალოდ ის მაინც დავინახოთ რაც მართლა გააკეთა ამ ადამიანმა, ნუ დაგვავიწყდება ტალონებით პურის რიგში დგომა, მხოლოდ ახალი წლის საღამოს ანთებული სინათლე, არა გაზი, "კერასინკაზე" გამთბარი ბავშვები და ღამის საათებში გარეთ რომ ვერ გავდიოდით გავრცელებული კრიმინალის გამო. თქვენ თუ არა, მე ეს ყველაფერი ჯერ ისევ მახსოვს, ბნელეთიდან გამოიყვანა მიშამ ქვეყანა. ნუ გააფუჭა ბევრი რამ კარგი, გააფუჭა, მაგრამ ბევრი რამ ხომ გააკეთა??! დღევანდელი ტრაგედია მისი ბრალი არაა, კაცობრიობის ისტორიაში ვერეს ხეობაში მომხდარი ტრგადიის უკვე 3 შემმთხვევა ჩაეწერება, გასულ 1924 და 1962 წლებში კი მგონი მიშა არ იყო ქვეყნის სათავეში, ეს შემთხვევა რომ არ მომხდარიყო ეხლა და მომხდარიყო 50 წლის მერე, ვინც იქნებოდა მერე ხელისუფლებაში, მათ დაბრალდებოდათ და რატომ?? ყველაფერს არც რელიგიური და არც პოლიტიკური თვალით არ უნდა ვუყუროთ, არიან შესაბამისი ექსპერტები და მათ უკვე დაასკვნეს ბრალეულობა არ ბრალეულობის საკითხი.