თემქის დასახლებაში დაკავებული "მგელი " ძაღლი აღმოჩნდა 20 ივნისი 2015, 10:05:38
AUTO PLAY
ცხოველი, რომელიც გუშინ საღამოს, გამოძახებაზე გასული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით დააკავეს და მგელი ეგონათ, სინამდვილეში ძაღლი აღმოჩნდა. პატრული და მოქალაქეები მთლად დაზუსტებით ვერ არკვევენ, მგელი დაიჭირეს თუ მგლისფერი ძაღლი. შემთხვევა თემქის დასახლებაში, ზღვის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მსურველები დაჭერილ "მგელთან" სელფებსაც იღებდნენ და ჯგუფურ ფოტოებსაც, მხოლოდ რამდენიმემ იკითხა იჭვნეულად: "ნამდვილად მგელია?"... მოგვიანებით დაჭერილ ცხოველს საბელი ჩააბეს და წაიყვანეს, თუმცა, გაირკვა, რომ ის ძაღლია და მგლობა არც უფიქრია. ამჟამად მგლობაში ეჭვმიტანილ ძაღლს ყველა "ბრალდება" მოეხსნა და ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
0
|
|