წადი წადი გადი- როგორ მოვიქცეთ მტაცებელ ცხოველთან, სახალისო ვიდეო. 20 ივნისი 2015, 01:15:04
AUTO PLAY
თუ ქალაქში შეგხვდათ ვ ე ფ ხ ვ ი, შეეცადეთ რომ ფსიქოლოგიიურად დათრგუნოთ და დაარწმუნოთ რომ ის კ ა ტ ა ა! ანუ: - მისი დანახვისთანავე დაიწყეთ ყვირილი - "ვაიმეეეეე! რა შაყვარელი ფისოააააა!" როგორც კი ვ ე ფ ხ ვ ი შეცბება, ისარგებლეთ მომენტით, შევარდით უახლოეს მარკეტში, იყიდეთ რ ძ ე, დაასხით ლამბაქზე და დაუდეთ ვეფხვს წინ შეძახილით - "მოდი ფისო, ჭამე ფისო, შე უსინდისო!" ვიდრე ვეფხვი დ ა ბ ნ ე უ ლ ი ა და ვერ გადაუწყვეტია დაიწყოს რძის ლოკვა და თავი კ ა ტ ა დ იგრძნოს, თუ ვეფხვობა შეინარჩუნოს, ამასობაში, მიაყენეთ მას საკონტროლო ფსიქოლოგური დარტყმა - ამოიღეთ მობილური და დარეკეთ შინ ტექსტით: -"ვაიმე, ძვირფასო, იცი რა ლამაზი ფისო ვიპოვე ქუჩაში? ისეთი ზოლიანია, საყვარელი და მოწყენილი,ისეთი სევდიანი თვალებით მიყურებს, გინდა დავიჭირო და წამოგიყვანო სახლში? ორი ფისო მეყოლებიიიიით..." აი, აქ, უკვე ვეფხვს ფსიქოლოგიურად მაგრად ენძრევა და უკანმოუხედავად გარბის ზოოპარკისკენ, რათა იქ საკუთარი ნებით ჩაიკეტოს ვოლიერში რომელსაც გარედან ოფიციალურად აწერია "ვ ე ფ ხ ვ ი"!
12
|
|