როგორ თამაშობს ვარსკვლავად ქცეული ბეჰემოტი მომვლელთან 16 ივნისი 2015, 14:32:46
AUTO PLAY
ბეჰემოტი ბეგი თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ, არამხოლოდ ქართული, უცხოური მედიასაშუალებების სახედ იქცა. "აბა, თუ იცით, აქ რა ხდება? საქმე ისაა, რომ ჩვენი ჰიპოპოტამი ბეგისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე მოწიფული, უსერიოზულესი და ჭკუადამჯდარი მამაკაცია, აუცილებელია თამაში, გართობა და გახალისება. აბა, ფეხბურთს და კალათბურთს ეს არ თამაშობს, ძმაკაცებთან ერთად ლუდის დასალევად არ დადის, არც ცოლი ჰყავს ჯერ-ჯერობით და არც შეყვარებული. ხოდა იმისთვის, რომ არ მოიწყინოს, დეპრესიაში არ ჩავარდეს და მოჭარბებული ენერგია ვოლიერში რაღაცების მტვრევას არ დაახარჯოს, ამგვარად ვართობთ. ძალიანაც მოსწონს და მისი მძიმე წონისთვის უჩვეულოდ ჰაეროვნადაც დაცუნცულებს :) ცუნცულა ბეგი :)", - 2014 წელს თბილისის ზოოპარკის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ასეთი კომენტარი ახლავს.
2
|
|