შუმბა აღარ არის... - ინტერნეტვარსკვლავი თეთრი ლომის ბოკვერი დაიღუპა 15 ივნისი 2015, 13:22:09
AUTO PLAY
თბილისის ზოოპარკში თეთრი ლომის ბოკვერების დაბადება ორი წლის წინ სენსაციად იქცა. სემისა და კლეოპატრას ნაშიერებმა მთელი თბილისის ყურადღება მაშინვე მიიპყრეს და ინტერნეტმომხმარებლების გულიც მალე მოიგეს. ზოოპარკის ოფიციალური გვერდიც ხშირად გვანებივრებდა პატარა ლომის სახალისო ვიდეოებით, რამაც შუმბა ინტერნეტვარსკვლავად აქცია. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შუმბა ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს მკვდარი. "დაიხრჩო, თუ - მოკლეს, არ ვიცით ჯერ" - ეს განცხადება "რუსთავი 2"-თან საუბრისას ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ცხოველის ახლოდან დათვალიერების საშუალება ჯერ არ მისცემიათ, რის გამოც არ იციან მისი სიკვდილის რეალური მიზეზი. იქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლომის ბოკვერი იპოვნეს ტყვიით იყო მოკლული. ზოოპარკის ადმინისტრაციამ იქამდე განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდებდა ყველას არ მოეკლათ ლომის ბოკვერი და შესაბამისი სამსახური გამოეძახათ თუ მას შენიშნავდნენ.
0
|
|