ხიდი, რომელიც სატვირთო მანქანებს "ამოკლებს" 12 ივნისი 2015, 14:13:58
AUTO PLAY
აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, სატვირთო ავტომობილის მძღოლის მცდელობა, სარკინიგზო ხიდის ქვეშ გაევლო, ნგრევით დასრულდა. ვესტვუდში მიმავალმა მძღოლმა გზის შემოკლება გადაწყვიტა და სარკინიგზო ხიდისკენ გაეშურა, მაგრამ არ მიაქცია ყურადღება ნიშანს, რომელიც აფრთხილებდა, რომ 3,2 მეტრზე მაღალ ავტომობილებს ხიდის ქვეშ გავლა ეკრძალებათ. East Street Railroad Bridge სატვირთო ავტომობილების მძღოლებში ცუდი სახელით სარგებლობს. ბოლო წელიწადნახევარში მან სახურავის გარეშე 20 ავტომობილი დატოვა.
0
|
|