საჩუქარი, რომელიც ყველა მამაკაცს შეშურდება 11 ივნისი 2015, 00:19:34
AUTO PLAY
ამერიკული რეალითი-შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა მეუღლის, რეპერ კანია უესტის დაბადების დღეზე კალათბურთის გუნდების, "ლეიკერსის" და "კლიპერსის" მოედანი - Staples დაიქირავა. სტადიონზე კანია უესტმა, რომელსაც 38 წელი შეუსრულდა, კალათბურთი ითამაშა სტუმრებთან: ჯასტინ ბიბერთან, რეპერ Tyga-სა და 2 Chain-თან და ასევე, NBA-ს ვარსკვლავებთან - რასელ უესტბრუკთან და ჯონ უოლთან. გარდა ამისა, "ვარსკვლავური" მატჩის მსაჯებად კარდაშიანმა NBA-ს ნამდვილი რეფერები დაიქირავა. მოთამაშეებს "ლეიკერსის" ჩირლიდერი გოგონები ამხნევებდნენ, ჰიმნი კი მომღერალმა ჯონ ლეჯენდმა შეასრულა. დაბადების დღის ორგანიზებისთვის კიმმა დაახლოებით 110 000 დოლარი დახარჯა.
3
|
|