მილიონერი ქართველი დეპუტატის ქალიშვილის მდიდრული ქორწილი ჩაქვში 10 ივნისი 2015, 19:10:23
AUTO PLAY
ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, გოდერძი ბუკიას დიზაინერი ქალიშვილი ლაკო ბუკია დაქორწინდა. მისი მეუღლე რეზიკო მანჯგალაძეა. წყვილმა მდიდრული ქორწილი ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" გადაიხადა. გრანდიოზულ ქორწილს ცნობილი სახეები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. ქორწილში თამარ გვერდწითელი, დათო ხუჯაძე, ოპერისა და ესტრადის მომღერლები მღეროდნენ და სუხიშვილების მოცეკვავეები ცეკვავდნენ.
11
|
|