მგზავრმა ნოკაუტში ჩააგდო მძღოლი, რომელმაც უფასოდ წაყვანაზე უარი უთხრა 8 ივნისი 2015, 17:43:11
AUTO PLAY
ავტობუსის მგზავრი, რომელსაც მგზავრობის ფულის გადახდა არ სურდა, მძღოლს დანით დაემუქრა, შემდეგ კი თავში ძლიერი დარტყმით ნოკაუტში გაუშვა. ვიდეორეგისტრატორზე დაფიქსირებული ინციდენტი აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში მოხდა. გაჩერებაზე ავტობუსში ასულმა ტომას კრამმა, ყალბი ბარათით გადახდის უიღბლო მცდელობის შემდეგ, მძღოლს დაუწყო მტკიცება, რომ გადაცმული პოლიციელია. შემდეგ გარშემომყოფებს სთხოვა, მისთვის დოლარი მიეცათ. ყველა მცდელობის შემდეგ გაღიზიანებული კრამი მძღოლს დანით დაემუქრა და გზის გაგრძელება მოსთხოვა. საბოლოოდ, კრამმა მძღოლი ძლიერი დარტყმით დაანოკაუტა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მისულმა პოლიციამ კრამი მალევე დააკავა.
0
|
|