ცემა-ტყეპა და ჭიქების სროლა "კავკასიის" პირდაპირ ეთერში 4 ივნისი 2015, 23:25:59
AUTO PLAY
ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილსა და ადვოკატ ბექა ბასილაიას შორის ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შოშიაშვილი სწორედ ის ბიზნესმენია, რომელიც 3 ივნისს ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან მივიდა და მისი დაკავება სცადა. როგორც თვითონ ირწმუნება, მას სააკაშვილის მმართველობის დროს, დაკავების მუქარით 8 ათას ლარად ღირებული უძრავი ქონება 700 ათას ლარად დაუსწრებლად შეაძენინეს.
1
|
|