სახურავიდან დაშვებულ რომეოს შეყვარებულმა ფანჯარა არ გაუღო 3 ივნისი 2015, 18:05:03
AUTO PLAY
რუსეთში, ქალაქ ოზიორსკში ერთ-ერთ კორპუსში კურიოზული შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან ტროსის დახმარებით მერვე სართულზე დაეშვა და შეყვარებულს ეძახდა. მაგრამ გოგონა მის ოთახში შეშვებას არ ჩქარობდა, რის გამოც ბიჭი დიდი ხნის მანძილზე ჰაერში დაკიდებული აღმოჩნდა. თვითმხილველების თქმით რომეო მეგობარ გოგონას ეძახდა რომ ფანჯარა გაეღო, მაგრამ ახალგაზრდის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ვიდეოს ავტორის ინფორმაციით, მისი შეყვარებული ამ დროს აბაზანაში იყო. საბოლოოდ, როგორ დააღწია რომანტიკოსმა რთულ სიტუაციას თავი, უცნობია.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|