ოდესაში ჩასულ სააკაშვილს აქტივისტებმა ფლეშმობი მოუწყვეს 30 მაისი 2015, 21:38:46
AUTO PLAY
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორად დანიშნა. წარდგენის ცერემონიალს, რომელიც ოდესის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. ამ დრომდე ოდესის გუბერნატორის პოსტს იგორ პალიცა იკავებდა, რომელიც გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა. ოდესაში ჩასულ პოროშენკოსა და სააკაშვილს ადგილობრივების ნაწილი შეძახილებითა და ოვაციებით დახვდა. თუმცა, აქტივისტების ნაწილმა მთელ ქალაქში ფლეშმობი მოაწყო და რამდენიმე ადგილას ჰალსტუხები დაკიდა წარწერით: "მიშასთვის".
0
|
|