სითი პარკს“ უფლებები შეეზღუდა. 30 მაისი 2015, 09:07:43
AUTO PLAY
"სითი პარკს" და მსგავს კომპანიებს სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლება ეზღუდებათ. კომპანიას აღარ ექნება უფლება, მანქანა სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს, თუკი არ ქმნის საავარიო სიტუაციას, არ აფერხებს ფეხით მოსიარულეებს ან არ წარმოშობს საცობს. ყველა სხვა შემთხვევაში, თუკი ავტომანქანა დგომა-გაჩერების წესების დარღვევით დგას, მძღოლი მხოლოდ ადმინისტრაციული წესით – 10 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო და 15 ივნისიდან ამოქმედდება.
0
|
|