დღეგრძელობის საიდუმლო - 100 წლის კახელი ბებო, რომელიც ავად არასდროს გამხდარა 30 მარტი 2015, 22:47:20
AUTO PLAY
ოთხი შვილიშვილი, შვიდი შვილთაშვილი და ერთიც შვილიშვილის შვილიშვილი - 100 წლის ჟენია ბებომ ყველა მათგანის აღზრდაში შეიტანა წვლილი. მხედველობა ორი წლის წინ გაუუარესდა. წუხს, გაზეთის კითხვისას თვალები მეძაბებაო. ყოველდღე მიირთმევს ფინჯან ყავას და ჭიქა ღვინოს, არასდროს ჭამს წინადღით მომზადებულ სადილს და მთელი ცხოვრება მხოლოდ გამოხდილ წყალს სვამს. ავად არასოდეს გამხდარა, მცირე პრობლემებს კი ბალახეულის ნახარშით მკურნალობს. თმას კვერცხის გულითა და ჭინჭრის ნახარშით იბანს - ქიმიას არ გავიკარებო, ამბობს. 100 წლის ჟენია კონიაშვილი მომავალს იმედით შეჰყურებს. სჯერა, რომ პენსია ხუთ წელიწადში მოემატება. კითხვაზე: რას ინატრებდით? ასეთი პასუხი აქვს: "ოღონდ დიდხანს იცოცხლონ ჩემმა შთამომავლებმა და მეტი არაფერი მინდა. მეც თუ ცოტა ხანს კიდევ მაცოცხლებს ღმერთი, კარგი იქნება".
1
|
|