რა მოუვიდა რეპერს როცა გაიგო რომ 25 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა 22 მარტი 2015, 16:57:58
AUTO PLAY
ლოს-ანჯელესში ცნობილი პროდუსერისა და რეპ ლეიბლ Death Row Records-ის დამფუძნებლის შუგ ნაითის სასამართლო პროცესი გაიმართა. როდესაც განსასჯელმა გაიგო, რომ გირაოს სახით 25 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა, პირდაპირ სასამართლო დარბაზში გონება დაკარგა. რეპერი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში აწამებდნენ. იანვრის ბოლოს ცნობილმა პროდიუსერმა ავტომობილით ადამიანი გაიტანა, კიდევ ერთი დაშავებული საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ნაითზე ძებნა გამოცხადდა, მაგრამ რამდენიმე საათში პროდიუსერი სამართალდამცავებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. შუგ ნაითის წინააღმდეგ საქმე აღძრეს და მთლიანობაში 31 დანაშაულში დასდეს ბრალი - გამოძალვა, რეკეტი, იარაღის უკანონო ტარება და სხვ.
0
|
|