გოგონა, რომელიც ყვავებს ყოველდღე აპურებს, მათგან ბრჭყვიალა საჩუქრებს იღებს 11 მარტი 2015, 22:37:06
AUTO PLAY
სიეტლში მცხოვრებ 8 წლის გაბი მანის ძალიან უცნაური მეგობრები ჰყავს, რომლებიც ყოველდღე საჩუქარს უკეთებენ. მას შემდეგ, რაც გოგონამ ყვავების დაპურება დაიწყო, ისინი მადლობას გოგონას უჩვეულო ხერხით უხდიან და ყოველდღე სხვადასხვა სახის საჩუქარი მოაქვთ. გაბის და ყვავების საოცარი ურთიერთობა 2011 წელს დაიწყო, როდესაც 4 წლის გოგონა საჭმელს მუდამ ძირს აპნევდა. მალე ყვავებმა მას თვალყურის დევნება დაუწყეს, იმ იმედით, რომ ისინი დაპნეული საჭმლის შეჭმას შეძლებდნენ. როდესაც გაბი გაიზარდა, გოგონამ უკვე ყვავების დაპურება დაიწყო. ყვავები გოგონას შეეჩვივნენ და ეზოს ღობეებზე დამსხდრები ელოდებოდნენ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გაბიმ და მისმა ოჯახმა უჩვეულო რამ შეამჩნიეს - ყვავებმა ოჯახს მადლობის გადახდა საჩუქრებით დაუწყეს. ფრინველებს მოაქვთ სხვადასხვა ნივთი: ღილები, კონსტრუქტორის დეტალები, მეტალის ნაწილები და გულის ფორმის მძივიც კი.
2
|
1099.00
k
1499.00
k
|